top of page

საქართველოს კრიტიკული მედიცინის ინსტიტუტი

კრიტიკული მედიცინის ინსტიტუტი დაარსდა 1992 წლის 20 აპრილს როგორც კატასტროფათა და კრიტიკულ მდგომარეობათა საერთაშორისო ცენტრი. 1996 წლის 26 მარტიდან იგი მფუნქციონირებს როგორც კრიტიკული მედიცინის ინსტიტუტი. ინსტიტუტმა მოიპოვა აკრედიტაცია 2005 წლის 7 თებერვალს და 2009 წლამდე ფუნქციონირებდა, როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ინსტიტუტის უმთავრესი აქტოვობებია: სამედიცინოს პერსონალის მომზადება, სამეცნიერო კვლევა, სამედიცინო პრაქტიკა და ჟურნალის გამოცემა. ინსტიტუტის ბაზაზე მოქმედებს კატასტროფათა და კრიტიკული მედიცინის ასოციაცია რომელიც არის ინტენსიური და კრიტიკული მედიცინის საზოგადოებათა მსოფლიო ფედერაციის წევრი (WFSICCM) და კრიტიკული მედიცინის ევროპული საზოგადოების შემადგენელი ნაწილი (ESICM). ინსტიტუტი არის ძირითადი საბაზისო ერთეული იმ სამედიცინო სერვისებისა რომლებიც არსებობს საქართველოში. ინსიტუტში მოქმედებს შემდეგი სერვისები: კრიტიკული მედიცინა, ნეიროქირურგია, ანესთეზიოლოგია, შინაგანი მედიცინა, ნევროლოგია,კარდიოლოგია, ჰემოდიალიზი, რეაბილიტაციის მედიცინა,დიაგნოსტიკა და სხვაინსტიტუტი აღჭურვილია საერთაშორისოდ აღიარებულ დიაგნოსტიკური და მკურნალობის საშუალებებით,რომელთა უმრავლესობა წარმოებულია საქართველოში. ინსტიტუტში მუშაობს უახლესო ნანოტექნოლოგიური დიაგნოსტიკური და სამკურნალო აპარატურა.ინსტიტუტი აქტიურად თანამშრომლობსამერიკისა და იაპონიის კრიტიკული მედიცინის ინსტიტუტებთან სამეცნიერო კვლევებში მონაწილეობის მეშვეობით.ინსიტუტი ყოველწლიურად ატარებს საერთაშორისო სიმპოზიუმს რომელსაც ეწოდება ;თბილისის საერთაშორისო სიმპოზიუმი". სიმპოზიუმში მონაწილეობას იღებენ მსოფლიოში სახელგანთქმული კლინიკების წარმატებული წარმომადგენლები ამერიკიდან, იაპონიიდან, გერმანიიდან, ეგვიპტიდან, პოლონეთიდან და ა.შ. ამასთანავე ინსტიტუტი აქვეყნებს სამეცნიერო ჟურნალს "კრიტიკულ მდგომარეობათა და კატასტროფის მედიცინა"; ჟურნალის სარედაქციო საბჭო შედგება ცნობილი მეცნიერებისგან რომლებიც არიან სხვადასხვა ქვეყნიდან. დღესდღეობით, უნივერსიტეტი მზადაა ჩაებას მსგავს აქტივობებში სხვა ქვეყნებთან და ითანამშრომლოს მათთან ამ კუთხით.

bottom of page