საქართველოს კრიტიკული მედიცინის ინსტიტუტი
საქართველოს კრიტიკულ მდგომარეობათა და კატასტროფათა მედიცინის ასოციაცია
ჟურნალი "კრიტიკულ მდგომარეობათა და კატასტროფათა მედიცინა"
კატასტროფათა და კრიტიკულ მდგომარეობათა მედიცინის საქართველოს ასოციაცია
*კატასტროფათა და კრიტიკულ მდგომარეობათა მედიცინის საქართველოს ასოციაცია(Http/.www.ACCCMG.ge) შეიქმნა 1990 წელს,ეს იყო ექიმთა პირველი პროფესიული გაერთიანება ყოფილ საბჭოთა კავშირში. მანამდე მომავალი ასოციაციის წევრები აქტიურად მონაწილეობდნენ თბილისის ცხრა აპრილის ტრაგედიისა დასპიტაკის მიწისძვრის სამედიცინო პრობლემების ლიკვიდაციის საქმეში. ასოციაციის წევრები ასევე უშუალოდ მონაწილეობდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებული ომების სამედიცინო სამსახურის უზრუნველყოფაში აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. ასოციაციის წევრები აგრეთვე უშუალოდ ეხმარებოდნენ აფხაზეთიდან სვანეთის გზებით ლტოლვილ ქართულ მოსახლეობას ევაკუაციის დროს ასოციაციის უმთავრესი მიზანია საქართველოში კატასტროფათა და კრიტიკულ მდგომარეობათა მედიცინის სამსახურის განვითარება. ამ მიზნით ასოციაცია ცდილობს ხელი შეუწყოს საქართველოში კატასტროფათა და კრიტიკული მედიცინის სამსახურის უზრუნველყოფას მაღალკვალიფიციურ ექიმთა და ექთნების კადრებით.
*ასოციაციის მიერ საქართველოში შექმნილია კრიტიკული მედიცინის ექსკლუზიური მოდელი, რომელიც განსხვავდება მსოფლიოს სხვა ქვეყნების შესაბამისი სამსახურებისგან. სახელდობრ ეს არის კრიტიკული მედიცინის გამოყოფა ანესთეზიოლოგიისაგან და მისი დამოუკიდებელ სპეციალობად წარმოდგენა. ეს არის ასევე სამწლიანი დამოუკიდებელი რეზიდენტურის ინსტიტუტი კრიტიკულ მედიცინაში, რომლის კურსდამთავრებულნი აბარებენ დამოუკიდებელ სასერტიფიკაციო გამოცდას აღნიშნულ სპეციალობაში. ეს არის იაფი და მარტივი სამკურნალო სტანდარტები და პროტოკოლები, რომლებიც შექმნილია „მედიცინა შეზღუდული რესურსების დროს“ კონცეფციის გათვალისწინებით და რომლებიც უზრუნველყოფენ მკურნალობის იგივე შედეგების მიღებას 10-ჯერ ნაკლები დანახარჯების შემთხვავაში. ამასთან საქართველოში კრიტიკული მედიცინის ექიმი თავად წარმართავს კრიტიკული ავადმყოფის მკურნალობის ყველა რუტინას სხვა ქვეყნების კრიტიკული მედიცინის ექიმებისგან განსხვავებით, რომლებიც ამ პროცესის დროს უპირატესად კოორდინატორის ფუნქციას ასრულებენ.
*ასოციაცია აერთიანებს საქართველოში დღეს მომუშავე კრიტიკული მედიცინის ექიმთა უმრავლესობას,ასოციაციის მიერ ყოველწლიურად ტარდება ნაციონალური კონფერენცია კატასტროფათა და კრიტიკულ მდგომარეობათა მედიცინაში.ასევე ასოციაციის მიერ ყოველწლიურად ტარდება საერთაშორისო სიმპოზიუმი Critical Care&"Catastrophe Medicine”.ასოციაციის პერიოდულ გამოცემას წარმოადგენს რეცენზირებადი და რეფერირებადი საერთაშორისო აღიარების მქონე ჟურნალი "News Steps in Critical Care& Catastrophe Medicine ". ასოციაციას მჭიდრო კავშირი აქვს აშშ, რუსეთის, გერმანიის, იაპონიის, ეგვიპტის, უკრაინის, ისრაელისა და სხვა ქვეყნების კატასტროფათა და კრიტიკულ მდგომარეობათა მედიცინის წამყვან დაწესებულებებთან. ასოციაციის ლიდერი ორგანიზაცია - საქართველოს კრიტიკული მედიცინის ინსტიტუტი(Http/www.Critical Care Medicine Institute)კი 2009 წლიდან მოყოლებული დღემდე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე დაწესებულებააკრიტიკულმედიცინაში. ასოციაცია არის ინტენსიური და კრიტიკული ზრუნვის ასოციაციათა მსოფლიო ფედერაციისა(Http.www.World Federation of Societies of Intensive and Critical Care Nedicine)და ინტენსიური ზრუნვის ევროპის საზოგადოების (http/www.European Society of Intensive Medicine)ნაციონალური წევრი.ამასთან ის არის მსოფლიოს გლობალური ალიანსი სეფსისისათვის (Http/www.Global Sepsis Alliance)ერთ-ერთი დამფუძნებელი.ასოციაციის პრეზიდენტი დაფუძნებიდან დღემდეარის აკადემიკოსი ზურაბ ხელაძე.