top of page

კლინიკა

ინსტიტუტს გააჩნია კრიტიკული მედიცინის კლინიკური საავადმყოფო (სამედიცინო ლიცენზია ობგ #002653), რომელიც ყოველწლიურად მკურნალობს კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ 200-მდე ავადმყოფს, რომელთა უმეტესობა გადმოყვანილია ქალაქ თბილისის და სხვა რეგიონების კრიტიკული მედიცინის კლინიკებიდან, სადაც დანერგილია კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფთა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები (კომპიუტერული ტომოგრაფია, პლაზმაფერეზი და სხვა), ბოლო პერიოდში კრიტიკული მედიცინის კლინიკაში პროფესიული დონე აიმაღლა 3-მა ექიმმა.

დღეისათვის ინსტიტუტი აქაც პიონერია იმგვარი სადიაგნოსტიკო და სამკურნალო საშუალებების გამოყენების საქმეში, როგორიცაა ენდოგენული ტოქსემიის საშუალებანი, ექსტრაკორპორატული იმუნოსორბცია, ნანოტექნოლოგიური ანტიოქსიდანტების გამოყენება.

ინსტიტუტის ძალებით არის შექმნილი ქვეყანაში მოქმედი სამკურნალო სტანდარტები კრიტიკული მედიცინასა და ანესთეზიოლოგიაში.

თავის დროზე ინსტიტუტის თამანშრომლებმა, სტუდენტებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს სპიტაკისა და რაჭა-იმერეთის მიწისძვრების, თბილისის 9 აპრილის ტრაგედიის, სვანეთში აფხაზეთიდან ლტოლვილი მოსახლეობის სამედიცინო უზრუნველყოფის სამეში.

ინსტიტუტის ბაზაზე მუშაობს კრიტიკულ მდგომარეობათა და კატასტროფათა მედიცინის ასოციაცია, რომელიც ამ სპეციალობაში მომუშავე ექიმთა უმრავლესობას აერთიანებს.

0 - 3 წლამდე (1 / 2), 3 - 14 წლამდე (1 / 2) და 14 წლის (1 / 2) ზევით ავადმყოფთა საქართველოს სახელმწიფო სტანდარტები კრიტიკულ მედიცინაში.

bottom of page