საქართველოსკრიტიკული მედიცინის ინსტიტუტი

კრიტიკული მედიცინის ინსტიტუტი დაარსდა 1992 წლის 20 აპრილს (რეგისტრაციის #01-17-08/401) როგორც კატასტროფათა და კრიტიკულ მდგომარეობათა საერთაშორისო ცენტრი. 1996 წლის 26 მარტიდან (ლიცენზიის# 21/72) იგი ფუნქციონირებს როგორც კრიტიკული მედიცინის ინსტიტუტი. ინსტიტუტმა მოიპოვა აკრედიტაცია (გადაწყვეტილება #2-19/284) #18 პროტოკოლით, შედგენილი 2005 წლის 7 თებერვალს აკრედიტაციის საბჭოს მიერ რომელიც წარმოდგენილია როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუტები. ინსტიტუტის უმთავრესი აქტოვობებია: სამედიცინოს პერსონალის მომზადება, სამეცნიერო კვლევა, სამედიცინოპრაქტიკადაჟურნალისგამოცემა.
დღესდრეობით უნივერსიტეტი ერთერთი პირველია მსოფლიოში ცნობილ სამედიცინო ორგანიზაციებს შორის. (იხ.აქ.) ინსტიტუტი არის ყველა არსებული სადაზღვევო კომპანიის პროვაიდერი, რომლებიც არიან კავკასიის რეგიონში. ინსტიტუტი არის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის კლინიკური ბაზა რომელიც არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემადგენლობაში; ინსტიტუტის ბაზაზე მოქმედებს ასევე კატასტროფათა და კრიტიკული მედიცინის ასოციაცია რომელიც არის ინტენსიური და კრიტიკული მედიცინის საზოგადოებათა მსოფლიო ფედერაციის წევრი (WFSICCM) და კრიტიკული მედიცინის ევროპული საზოგადოების შემადგენელი ნაწილი (ESICM). Aგრეტვე არის "გლობალური ალიანსი სეფსისის წინააღმდეგ" ნაციონალური წევრი. ინსტიტუტი არის ძირითადი საბაზისო ერთეული იმ სამედიცინო სერვისებისა რომლებიც არსებობს საქართველოში. ინსიტუტში მოქმედებს შემდეგი სერვისები: კრიტიკული მედიცინა, ნეიროქირურგია, ანესზთეზიოლოგია, შიდა მედიცინა, ნევროლოგია, კარდიოლოგია, ჰემოდიალიზი, რეაბილიტაციის მედიცინა, დიაგნოსტიკა და სხვ. ინსტიტუტი აღჭურვილია საერთაშორისოდ აღიარებულ დიაგნოსტიკური და მკურნალობის საშუალებებით, რომელთა უმრავლესობა წარმოებულია საქართველოში.კრიტიული მედიცინის ინსტიტუტში მოხვედრილ პაციენტს განსაკუთრებული ზრუნვა და მეთვალყურეობა სჭირდება, ამიტომ საქართველოს მასშტაბით და ასევე საზღვარგარეთის ქვეყნებიდანაც ჩამოდიან პაციენტები, მაგალითად რუსეთი, საფრანგეთი, აზერბაიჯანი და სხვ). სამედიცინო სწავლების დასრულების შემდეგ სტუდენტს ეძლევა საშუალება გააგრძელოს სწავლა რეზიდენტურაში ან დოქტორანტურაში. ამ თვალსაზრისით, წარმატებული კურსდამთავრებულები მუშაობენ უცხოეთის ქვეყნებშიც (ამერიკა, რუსეთი, ისრაელი, უკრაინა და სხვ). ინსტიტუტი აქტიურად თანამშრომლობს ამერიკისა და იაპონიის კრიტიკული მედიცინის ინსტიტუტებთან სამეცნიერო კვლევებში მონაწილეობის მეშვეობით. ინსტიტუტში მუშაობს უახლესო ნანოტექნოლოგიური დიაგნოსტიკური და სამკურნალო აპარატურა, რათა დიაგნოსის დასმა და სავალალო შედგების აღმოფხვრა გაადვილდეს, პლაზმის დინების გამოყენება და ა.შ. ინსიტუტი ყოველწლიურად ატარებს საერთაშორისო სიმპოზიუმს რომელსაც ეწოდება "თბილისის საერთაშორისო სიმპოზიუმი". სიმპოზიუმში მონაწილეობას იღებენ მსოფლიოში სახელგანთქმული კლინიკების წარმატებული წარმომადგენლები ამერიკიდან, იაპონიიდან, გერმანიიდან, ეგვიპტიდან, პოლონეთიდან და ა.შ. ამასთანავე ინსტიტუტი აქვეყნებს სამეცნიერო ჟურნალს "კრიტიკულ მდგომარეობათა და კატასტროფის მედიცინა"; ჟურნალის სარედაქციო საბჭო შედგება ცნობილი მეცნიერებისგან რომლებიც არიან სხვადასხვა ქვეყნიდან. დღესდღეობით, უნივერსიტეტი მზადაა ჩაებას მსგავს აქტივობებში სხვა ქვეყნებთან და ითანამშრომლოს მათთან ამ კუთხით. Pპრაქტიკული საქმიანობა: ინსტიტუტში მკურნალობენ ნებისმიერ პაციენტს მძიმე მდგომარეობით კრიტიკული პაციენტები,ნევროლოგიურად, კარდიოლოგიურად, შიდა მედიცინის, ენდოკრინოლოგიის, ოფთალმოლოგიის და ონკოლოგიის კუთხით) და ასევე ტარდება ოპერაციები (ზოგადი ქირურგია, ნეიროქირურგია, გულის გადანერგვა, უროლოგია, ოფთალმოლოგია დას ხვ) ინსტიტუტი ქმედუნარიანია მიიღოს პაციენტები ქვეყნის ნებისმიერი რეგიონიდან, გააჩნია ტექნიკურ -მატერიალური ბაზა და ფართოდ იყენებს არსებულ შესაძლებლობებს, ამასთანავე მიილტვის მოდერნიზაციისაკენ, რათა დააკმაყოფილოს მსოფლიო სტანდარტები. არსებობს ქართული პროტოკოლები და გაიდლაინები, რომლებიც ფართოდ გამოიყენება და ეს საშუალებას იძლევა ქვეყნებს შორის მოხდეს გამოცდილების გაზიარება და სამედიცინო სფეროში არსებული პრობლემების მოგვარება. სამეცნიერო კვლევა ახალი თაობის ნანოტექნოლოგიების მეშვეობით დამზადებული მედიკამენტების საზღვარგარეთის ბაზარზე გატანა, პატენტების გაცნობა და გაყიდვა, რომლებიც დამზადდა ინსტიტუტის ბაზაზე, ინსტიტუტის ჩართვა სხვა ქვეყნების სამეცნიერო ღონისძიებებში რაც აამაღლებს არსებულ დონეს და დააკმაყოფილებს საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებs

 

 

 

 

დამატების დრო: 2018-10-23










მსგავსი სიახლეები















380059, ჩაჩავას ქუჩა 1, ქ.თბილისი, საქართველო.

ტელ : (+995) 577 424-797    ფაქსი : (+99532) 51 67 21

http://www.ccmi.edu.ge    http://www.kheladze.ge

კრიტიკული მედიცინის ინსტიტუტი
ინსტიტუტის საქმიანობის უმთავრესი მიმართულებებია: კრიტიკული მედიცინის კადრების მომზადება, გადამზადება, კვალიფიკაციის ამაღლება, მეცნიერული კვლევა, პრაქტიკული მედიცინა, საგამომცემლო საქმიანობა.